მეგობარო
ეს ცხოვრება დღემდე ისე გამივლია,
გულს ღალატი არასოდეს გამივლია,
საფიცარი მქონდა მხოლოდ ერთი,
ძმობისა და სიყვარულის ღმერთი,
Eეს ცხოვრება დღემდე ისე გავიარე,
არ ვუჩივი გულის არცერთ ნაიარევს,
ვერ მჯობნიდა კაეშანი დარდი,
გვერდით მყავდა მეგობარი ნაღდი.
მMის :
შენ მზეს ვფიცავ მეგობარო შენ მზეს ვფიცავ,
შენს კაცობას ბოლომდე რომ მიერთგულე,
ცოცხლებს ალალ სინდის-ნამუსს დაგილოცავთ
ვინც წავიდა და ვენაცვალე იმათ სულებს.
გული მქონდეს უღალატო ერთიანი,
გაგვითენდეს დღე ნათელი დღე მზიანი,
ვერაფერი მოგვერევა ქვეყნად,
თუ ვიქნებით, თუ ვიქნებით ერთად.
თქვენი დარდი ჩემი სევდა ტკივილია,
თქვენი ლხინი სიმღერა და ღიმილია,
მეგობრობას წამოვუდგეთ ფეხზე,
ალალ იყოს ეს სიმღერა თქვენზე.