* * *
ურემი
მიგორავს ბორანი მიგორავს
მიგორავს ნელ ნელა მიდის.
დაბერდი შენ ჩემო ნიკორა
გამხდარხარ ზანტი და მშვიდი.
დრო მიდის დრო აღარ ბრუნდება,
დააჭკნობს რაც ყვავილს ჰგავდა,
ამქვეყნად სუყველა ბერდება
ლამაზი ზღაპრების გარდა.
იგონებ მეგებრებს ნიკორა
წარსულთან საუბარს არა,
წასულა ლომა და წიქარა
წასულა ნიშაც და ლაბაც.
დრო იყო ოი რა დრო იყო
თესავდისიკეთეს ულევს,
რქებზე რომ სანთლები გენთო და
ლარივით ავლებდი ხნულებს
წუთია წუთის ქვეყანა
წუთის წუთობით ილევა
ზოგი ლხინსა და თამაშსა
ზოგიც უცეცხლოდ იწვება
დრო მიდის დრო აღარ ბრუნდება,
დააჭკნობს რაც ყვავილს ჰგავდა,
ამქვეყნად სუყველა ბერდება
ლამაზი ზღაპრების გარდა.