გული მღერის
რაც გინახავს, ისევ ნახავ,
ნატვრა ჩვენი სიზმარივით ცხადდება,
ავდგეთ ფეხზე ვადღეგრძელოდ, სწორედ ახლა,
ახლა ვინც იბადება.
სულში ჟრუანტელი გვივლის,
ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო დღე დგება,
ავდგეთ ფეხზე, თაყვანი ვცეთ ისეთ თბილისს,
ახლა რომ ამღერდება.
გული მღერის, სული მღერის,
ჩვენი მრავალჟამიერი, ჩვენი მრავალჟამიერი.
სისხლში სიყვარული გვიდუღს,
ახლა გვმართებს ერთმანეთის ფერება,
ავდგეთ ფეხზე ვუგალობოთ სწორედ იმ
კვირტს,
ახლა რომ აფეთქდება.
უნდა დამიბერდეთ ტკბილად,
იფრინონ და იღუღუნონ მტრედებმა,
გაუმარჯოს ახალი წლის პირველ დილას,
თავზე რომ გვათენდება.
გული მღერის, სული მღერის,
ჩვენი მრავალჟამიერი.