უმიზეზოდ გამირბიხარ უმიზეზოდ მაწვალებ
მაინც ვეღარ შეგელიე სხვაზე ვეღარ გაგცვალე
ასე შორს ვინ წაგიყვანა, ასე როგორ დაგმალეს
ვერც მისამართს ვერ ვპოულობ ვერც მივაგენ ნაკვალებს.
ჩემგან სად არ წაგიყვანეს მაინც ვერსად დაგმალეს
სიყვარული სიბნელეშიც ხედავს თავის ნაკვალებს
სიყვარული თავის კანონს,გულზე გვაწერს თავადა
სიყვარული არ იქნება,არ იქნება ძალადა.