ქალაქი თითქოს იძინებს,
ბავშვივით გვემშვიდობება,
შენზე ფიქრები მაღვინებს
– ცრემლები და მოგონება.
სარკესთან თმებს რომ ისწორებ,
სარკეც ხარობს და მეტყველებს,
და როცა თვალს გამისწორებ,
მინდა რომ მყავდე მეწყვილედ.
რატომ ვრჩები მარტოდმარტო ტკბილ წუთებთან,
რად არ მყოფნის შენი კოცნა-ჩახუტება?
მისამღერი:
საოცნებო ქალო, ჩემო დედოფალო, ჩემო სამოთხე,
შენს სასწაულ მოსვლას უსასრულობიდან
ველოდებოდი! (2 – ჯერ)
შენს გულს უყვარს და აოცებს
წვიმის უსიტყვო ცნებები,
მე კი იცი, რომ მაცოცხლებს –
შენი უტკბესი კოცნები!
მიყვარს რომ ერთად მოვდივართ,
და ხალხი სულ ჩვენ გვიყურებს,
ცის ვარსკვლავები ვგონივართ –
და სულ სიკეთეს გვისურვებს!
რატომ ვრჩები მარტოდმარტო ტკბილ წუთებთან,
რად არ მყოფნის შენი კოცნა-ჩახუტება?
მისამღერი: