მელიქიშვილის გამზირი
ია, ვარდი და ბზა,
უშენოდ ვეღარ გავძელი
ჩემო ბავშვობის გზავ.
მისამღერი:
გზად სტუდენტობა იჩქარის
მძებნელი გზის და მზის,
სად არის ნეტა ის ქალი
ალბათ აკვანთან ზის.
იქნებ რუსთავი არჩია,
იქნებ სამგორშიც ქრის
იქნება ისევ ბავშვია,
თვალები შერჩა შვლის.
მისამღერი
და ელანდება დამწველი
კვლავ სტუდენტობის გზა,
მელიქიშვილის გამზირი,
ია, ვარდი და ბზა.