თუთის ხესთან შეგამჩნიე აივნიდან,
ვერ წვდებოდი, მოკრეფას კი ლამობდი,
ჟრუანტელი აივლიდა, ჩაივლიდა,
ვერ გშველოდი და შენსავით ვნანობდი.
მის:
წამწამებზე ნაყოფივით დაგეკიდნენ,
ნამის ღილად მოციმციმე ცრემლები,
ჩამოვედი, გაიქეცი, გაგეკიდე,
ჩამოვრჩი და შენს ნაკვალევს ვევლები.
რაღა მაინც ამ ჩემს თუთას შემოუჩნდი,
განა სხვაგან ვოტანია თუთები,
მე შენს მოსვლას, რომ იცოდე, კიდევ ვუცდი,
დაგიჭერ და მაგრად ჩაგეხუტები.
მის: წამწამებზე ნაყოფივით დაგეკიდნენ,
ნამის ღილად მოციმციმე ცრემლები,
ჩამოვედი, გაიქეცი, გაგეკიდე,
ჩამოვრჩი და შენს ნაკვალევს ვევლები.